განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ - ქ. თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება
გამოქვეყნებულია: 11 დეკემბერი 2018 / ძალაშია: 15 მარტი 2019
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს (
CNT180000079) ქ. თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით“. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 207 604 ლარს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ-ს) გარეშე . წინადადების მიღების ვადა სრულდება 2019 წლის 15 მარტს 12:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=287012&lang=ge