თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2) მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის განახლებული სამუშაო ვერსია

15 აპრილი 2016

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“-ში (5.04.2016, N62) გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული „თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის მშენებლობის“ პროექტის (მე-2 მონაკვეთი) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის  საჯარო განხილვა,  ნაცვლად  25 მაისისა ჩატარდება 2016 წლის 7 ივნისს.

 7 ივნისს საჯარო განხილვები გაიმართება: თბილისის კრწანისის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა №73) 12 სთ-ზე, ხოლო, გარდაბნის რაიონის სოფელი კრწანისის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: მე-6 ქუჩა) კი -  16 სთ-ზე.

თბილისი-რუსთავის გზის  II  მონაკვეთის (Sta: 4+000 ~ 10+800) მოდერნიზაციის პროექტი, დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკის (აგბ) მიერ. პროექტის განმახორციელებელია სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის 17,4 კმ-იანი საავტომობილო გზის ნაწილის მოდერნიზაციას, რომლის სიგრძეც შეადგენს 6,8 კმ- და რომლის მიზანია  რუსთავსა და თბილისს შორის არსებული დამაკავშირებელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  და პარამეტრების გაუმჯობესება, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვა და საგზაო შემთხვევების თავიდან აცილება, რაც იქნება გარანტი ეფექტური კავშირისა თბილისსა და რუსთავს შორის. პროექტის ითვალისწინებს ისეთი სპეციალური საგზაო კონსტრუქციების მოწყობას, როგორიცაა საგზაო კვანძები, გზაგამტარები, ხიდები, საყრდენი კედლები, ავტობუსის გაჩერებები, საფეხმავლო ხიდები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ. რათა უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას.

პროექტი არ არის   დაკავშირებული        ახალი ტერიტორიების            ათვისებასთან და გარემოს    სენსიტიურ    უბნებზე მშენებლობასთანაზიის განვითარების ბანკის გარემოსდაცვითი და სოციალური უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის SPS 2009 მიხედვით  პროექტი კლასიფიცირებულია როგორცკატეგორიის.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმიანობა დაკავშირებული საერთაშორისო მნიშვნლეობის გზის მშენებლობასთან ან რეკონსტრუქციასთან საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების ნებართვას და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადებას.

პროექტის დაგეგმვის ეტაპზე განხორციელდა სხავდასხვა გარემოსდაცვითი სამუშაოები. დარგობრივი ექსპერტების მიერ ჩატარდა როგორც კამერალური შესწავლები, ასევე, საველე სამუშაოები და გარემოს არსებული მდგომარეობის ადგილზე შეფასება. აუცილებელი გარემოსადაცვითი და სოციალური ინფორმაცია სრულად იქნა შეგროვებული. გარემოსდაცვითი სააგენტოს მიერ აღებულ და გაანალიზებულ იქნა ზედაპირული წყლის, ნიადაგის და ატმოსფერული ჰაერის სინჯები. საპროექტო ჯგუფმა შეისწავლა ხმაურის და ფონური რადიაციის დონე მარშრუტის გასწვრივ. ავტოტრანსპორტის ემისიის ზემოქმედება გაანალიზებული იქნა ლიცენზირებული პროგრამის - „ეკოლოგ- მაგისტრალ“-ის გამოყენებით.  გარდა  ამისა, 2015 წელს იტალიური კომპანია Nord Est Proggettis საინჟინრო-საკონსულტაციო გუნდმა განახორციელა ხმაურისა და ვიბრაციის მოდელირება. გზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის ფაზებზე სატრანსპორტო ნაკადებით გამოწვეული ხმაურის და ვიბრაციის ზემოქმედება შეფასდა მოცემული ზემოქმედების მიმართ ყველაზე სენსიტიური საცხოვრებელი ტერიტორიებისათვის: ასეთი საცხოვრებელი კორპუსები განლაგებულია საპროექტო გზის ახალი მარშრუტის გასწვრივ, რომელიც გზის არსებული მონაკვეთიდან მოცილებულია.

 

მომზადდა  გზშ- ანგარიში, რომელიც მოიცავს არსებული გარემო პირობების აღწერას, შემოთავაზებული გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რეკომენდირებულ მენეჯმენტს, ზემოთხსენებული ზემოქმედების შემარბილებელ ღონისძიებებსა და შერჩეული პარამეტრების მონიტორინგს. გარემოზე ზემოქმედება განიხილება პროექტის მშენებლობის წინა პერიოდის, საკუთრივ მშენებლობისა და პროექტის მოქმედების ეტაპებზე განსაზღვრული ღონისძიებებისათვის. გზშ მოქმედების სფერო მოიცავს ბუნებრივ და ადამიანურ გარემოს, მათ ურთიერთქმედებას და ნებისმიერ იძულებით ცვლილებას, რომელსაც იწვევს გზის მშენებლობა / რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული აქტივობები.

 

წინამდებარე გზშ ეყრდნობა მეთოდოლოგიას, რომელიც საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და ADB-ის სახელმძღვანელო პრინციპებით (ADB უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ დებულება - SPS 2009) არის განსაზღვრული. მიმოხილული და შესწავლილია აგრეთვე ტრანსპორტის სექტორთან დაკავშირებული გზშ დოკუმენტაციის მომზადების სხვა კვლევების გამოცდილება. წინამდებარე გზშ შემუშავებულია პროექტის დიზაინის დეტალური განხილვის, პირველადი და მეორადი მონაცემებისა და ინფორმაციის შეგროვების, საველე ვიზიტების, MDF-სა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე.

 

გზშ დოკუმენტი სტრუქტურირებულია როგორც ძირითადი ტექსტი და რამდენიმე დანართი. ტექსტის ძირითადი ნაწილი უზრუნველყოფს გარემო პირობების, სენსიტიური რეცეპტორების, პოტენციური გარემოსდაცვითი გავლენებისა და რელევანტური შემარბილებელი ზომების მოკლე და ლოგიკურ აღწერას, რომელიც ინტეგრირებულია გარემოს დაცვის მენეჯმენტის გეგმაში (EMP), ხოლო დანართები წარმოგვიდგენს უფრო დეტალურ ინფორმაციას სპეციფიური საკითხების ირგვლივ.

 

წარმოდგენილი გზშ- დოკუმენტი მომზადებულია დამკვეთის (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის) ტექნიკური დავალების და  ტექნიკური პროექტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საპროექტო გზის ინფრასტრუქტურის დიზაინის და მშენებლობის პროცესის აღწერას და არ ეხება მშენებლობისათვის აუცილებელი დამხმარე ნაგებობების (მისასვლელი გზების, ბანაკების, ასფალტო-ბეტონის ქარხნის და ..) მშენებლობის და ფუქნციონირების საკითხებს. მიწის შესყიდვისა და განსახლების საკითხები დამუშავებულია ცალკე დოკუმენტისგანსახლების სამოქმედო გეგმის სახით.

 

1. გზშ-განახლებული_Section_2- (GEO) CLEAN APRIL 09   2016(1)

 

2. გზშ-II ტომი -დანართები

 

3. არატექნიკური რეზიუმე

 

4. ტექნიკური რეზიუმე