ქ. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია

გამოქვეყნებულია: 9 ოქტომბერი 2018    /    ძალაშია: 9 ნოემბერი 2018

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.

 

წარმოდგენილი ქვე-პროექტი - შადრევნების რეაბილიტაცია ქალაქ წყალტუბოში, მოიცავს მათ სრულად აღდგენას, ასევე დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს. წყალტუბოს პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი, რომელიც  გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, შედგება სამი მრგვალი, სხვადასხვა ზომის აუზისგან. აუზები ერთმანეთს მართკუთხა აუზით უკავშირდება, აგრეთვე მოწყობილია პატარა საფეხმავლო ხიდი. შადრევნის ყველა სტრუქტურული ელემენტი დამზადებულია რკინა-ბეტონისაგანა შადრევანი სავალალო მდგომარეობაშია. გრანიტის ფილების უმეტესობა გაბზარულია, ფილების ზოგი ნაწილი კი ჩამოტეხილია კედლიდან. ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, აგრეთვე - საკანალიზაციო სისტემა გამოსულია მწყობრიდან. საკონტროლო ნაგებობის სახურავი დაზიანებულია და ჟონავს, რაც აზიანებს სახურავისა და შიდა იატაკის ხის სტრუქტურებს. ამასთან, შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია აკრძალული, ჯანმრთელობისთვის სახიფათო მასალა - აზბესტი.

 

არსებული შადრევნის ადგილას მოეწყობა ე.წ. „მშრალი ინტერაქტიული შადრევნით“ – ყველაზე დიდ, მრგვალ აუზზე მოეწყობა საფეხმავლო ბაქანი, რის შედეგადაც ხალხი შეძლებს შადრევნის შიგნით სიარულს და პირდაპირი კონტაქტის დამყარებას წყლის მოცეკვავე ნაკადთან. წყლის ჭავლის სიმაღლე 2 - 3 მეტრი იქნება და სინქრონიზებულად განათდება. შადრევნის კონტროლი მოხდება პროგრამირებადი მართვის სისტემით. გაშუქების დროს ასევე იმუშავებს გახმოვანებაც. ფართო სპექტრის მქონე ორი დინამიკი დამონტაჟება შადრევნის გარშემო არსებულ ბოძებზე, 4 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ხმის ტალღები მთელ მოედანს დაფარავს.

 

დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმულზე: 

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=281116&lang=ge

 

მოწვევა სატენდერო წინადადებების წარმოდგენაზე