სოფელ ჩალაუბნის გზის რეაბილიტაცია

2 ოქტომბერი 2015

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს  საავტომობილო გზის რეაბილიტაციას სოფელ ჩალაუბანში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, საერთო სიგრძით 3.656 კმ. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზემოქმედება გარემოზე, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან, გარემოზე ისეთი უარყოფითი  ზემოქმედებების შემცირებით როგორიცაა: მტვერი, გამონაბოლქვი და მანქანების მოძრაობიდან წარმოქმნილი ხმაური.

 

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

გმგ-სოფელ ჩალაუბნის გზის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) რეაბილიტაცია