ნარმანია და ხოკრიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში ამბულატორიის დამონტაჟებას დაესწრნენ

28 თებერვალი 2014

  

საქართველოს მასშტაბით 81 ახალი ამბულატორიის მშენებლობის პროექტის ფარგლებში მორიგი ამბულატორია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში დამონტაჟდა.  სენდვიჩპანელის მონტაჟს უშალოდ დაესწრო  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი.  საქართველოს მასშტაბით 81 ახალი მბულატორიის  მშენებლობისთვის   საქართველოს მთავრობამ 2,4  მილიონი ლარი გამოყო. მონტაჟის პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

ამბულატორიებს მუნიციპალიტეტების მიერ სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ამონტაჟებს. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ.  

 

ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-42 კვ.-ია. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით აღიჭურვება. აღსანიშნავია, რომ შენობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა სრულადაა  ადაპტირებული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ამბულატორიების კონსტრუქციები საქართველოში იწყობა და მას ლილოში არსებულ ქარხანაში აწარმოებენ, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული.

 

მას შემდეგ, რაც მუნიციპალური განვითარების ფონდი შენობ ინფრასტრუტურის მოწყობას დაასრულებს, ამბულატორი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში გადავა, აღიჭურვება და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას გაუწევს. ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებში ავეჯის შესატანად და პირველადი ჯანდაცვის ობიექტებისთის საჭირო სამედიცინო ტექნიკით აღჭურვაში 362 894 ლარს დახარჯავს.

გრაფიკის მიხედვით, 81 ამბულატორიის მშენებლობა ქვეყნის მასშტაბით 2014 წლის სექტემბერში დასრულდება. მათ შორის, თოთხმეტი ამბულატორია გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში დამონტაჟდება. სამეგრელო ზემო სვანეთში  რეგიონში 9 ამბულატორია დამონტაჟდება , გურიის რეგიონში-  3,  კახეთის რეგიონში ჯამში -8  ამბულატორია იქნება,  ქვემო ქართლში -6 , იმერეთის რეგიონში ჯამში- 12 ამბულატორია დამონტაჟდება, აჭარაში- 5, მცხეთა -მთიანეთში -7, შიდა ქართლში -21,  სამცხე ჯავახეთში -6, რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კი - 4.

 პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილზე საჭირო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უზრუნველყოფენ ამბულატორიისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ფუნდამენტის მოწყობას, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტერიტორიამდე მიყვანას.

 

ამჟამად ამბულატორიები უკვე დამონტაჟებულია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რანჩპარში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ინგირსა და განმუხურში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში. უახლოეს დღეებში ამბულატორიები დამონტაჟდება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ რუფოთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში. 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.