სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია

2 ოქტომბერი 2015

ქვე-პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში და ითვალისწინებს სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ქვე-პროექტს ექნება გრძელვადიანი დადებითი ზეგავლენა, ვინაიდან ადგილობრივი თემის ახალი კომფორტული კულტურის სახლის შენობით უზრუნველყოფა  მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ პირობებს, კერძოდ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ინტერესის გაზრდას განათლებასა და ფიზიკური აქტივობების მიმართ. რეაბილიტაციის შემდეგ, კულტურის სახლი გამოყენებული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისათვის.

 

ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

გმგ-სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია