სიახლეები
14 მარტი 2026
სოფელ არაფლოში სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
14 მარტი 2026
მარნეულში ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ მარნეულში სპორტული ინფრასტრუქტურის ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს. პროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
13 მარტი 2026
რუსთავში მასშტაბური ურბანული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ რუსთავში მასშტაბური ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ტენდერი და კონკურსი გამოაცხადა.
12 მარტი 2026
თელავში საცურაო აუზის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის პროექტირებას იწყებს.
11 მარტი 2026
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა
ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების კოორდინაციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
11 მარტი 2026
UNESCO-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების — ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე.
7 მარტი 2026
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება
ამბროლაურის კულტურის სახლის პროექტირება იწყება. ხელშეკრულება კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა, რომელის მომსახურება ოთხი ეტაპისგან შედგება და სამუშაოების შესრულების საერთო ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
7 მარტი 2026
ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს. ჯამში, 1500-მდე მოსწავლე თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სკოლებში შეძლებს განათლების მიღებას.
3 მარტი 2026
ლაგოდეხში სპორტული კომპლექსი-საფეხბურთო ცენტრი აშენდება
ლაგოდეხში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება. პროექტის ფარგლებში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სადაც განთავსდება დიდი და საბავშვო აუზები, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, მწვრთნელთა, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახები.
3 მარტი 2026
სოფელ ყარაჯალაში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში სრულად განახლდა 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. სკოლაში მოეწყო საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია,ასევე ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.












