მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობა
გამოქვეყნებულია: 27 ივლისი 2018 / ძალაშია: 29 აგვისტო 2018
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობის და ტურისტული ზონების კეთილმოწყობა.
ქვე-პროექტი ითვალისწინებს მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციას, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს შემდეგი სამუშაოების ჩატარებას:
1. არსებული პარკინგის რეაბილიტაცია;
2. ახალი ავტოსადგომის ზონის მოწყობა არსებულიდან 120 მეტრში;
3. საკომუნიკაციო სისტემის (ელექტრო მომარაგება, წყალ-კანალიზაცია) რეაბილიტაცია;
4. არსებული ვიზიტორთა ცენტრის შენობის რეაბილიტაცია;
5. არსებულ საპირფარეშოს რეაბილიტაცია;
6. გალავნის კედლების გამაგრებითი საკონსერვაციო სამუშაოები;
7. მცირე არქიტექტურული ფორმები კომპლექსის ტერიტორიაზე;
8. რკინიგზის გადასასვლელის რეაბილიტაცია;
9. დამატებითი ბილიკების მოწყობა კომპლექსის ტერიტორიაზე;
10. მდინარე წყალწითელას ნაპირზე ჩასასვლელი ბილიკის მოწყობა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე: