ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. დუშეთის ისტორიული ქუჩების ურბანული განახლება.
პროექტით გათვალისწინებულია ქ. დუშეთის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს და შამანაურის ქუჩების - ცენტრალური პარკის მიმდებარე მონაკვეთების და აქ არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19 მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტის მიზანია მათი პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.
სამშენებლო სამუშაოების დიდი ნაწილი ეხება შენობების ფასადების და გარეგანი იერსახის რეაბილიტაციას. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ასევე ზოგიერთი შენობის ავარიული ნაწილების, მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი ღონისძიებები, შესაბამისი სამუშაოებს განხორციელებით ინტერიერშიც.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=271600&lang=ge