საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი ვებ-გვერდი აქვს

18 თებერვალი 2014

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ახალი ვებ-გვერდი - www.mdf.org.ge დღეიდან  ამოქმედდა.  ფონდის ვებ გვერდი უფრო მოქნილი და მომხმარებელზე ორიენტირებულია.  აღსანიშნავია, რომ  საიტის  სტრუქტურა  მაქსიმალურად პასუხობს  თანამედროვე ტენდენციებს. ფონდის შესახებ არსებული განცხადებები და  სიახლეები  ოპერატიულად  დაიდება   ვებ-გვერდზე.  მოქალაქეს ახალი ვებ-გვერდის  მეშვეობით შეუძლია  ნახოს  მუნიციპალური განვითარების ფონდის  სტრუქტურა,  სამსახურები და  მათი ხელმძღვანელები პირების ბიოგრაფიები. ახალი ვებ გვერდი ორ ენოვანია, შესაბამისად  ფონდის  შესახებ  ინფორმაციის მიღება ქართულ და  ინგლისურ  ენაზეა  შესაძლებელი.

 

რაც ძალიან მნიშნელოვანია  ახალი ვებ-გვერდი სრულად ითვალისწინებს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად  გამოქვეყნების შესახებ  საქართველოს მთავრობის დადგენილებით  გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დადგენილების  თანახმად, რომლითაც  განსაზღვრულია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების  სტანდარტი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი  მუდმივ  რეჟიმში, პროაქტიულად განაახლებს საჯარო ინფორმაციის იმ ბაზას, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის თუ არასამთავრობო ორგანიზაციისთის ღიაა.
 
ფონდმა ასევე  დანერგა საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად  გამოთხოვის ახალი სტანდარტი. საჯარო ინფორმაციის  გვერდიდან  ნებისმიერ
დაინტერესებულ  მოქალაქეს შეუძლია  ინფორმაციის გამოთხოვა. ამისათვის ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უნდა შეავსოს  შესაბამისი ელექტრონული  ბლანკი. ბლანკის შევსების შემდგომ  წერილი ავტომატურად  შევა ფონდის ელექტრონულ  კანცელარიაში. წერილისთვის შესაბამისი ნომრის მინიჭების შემდეგ გამომთხოვ პირს თუ  ორგანიზაციას  ეგზავნება მოკლე ტექსტური  შეტყობინება დარეგისტრირებული
წერილის ნომრისა და თარიღის მითითებით. 
 
ვებ-გვერდი ასევე კომფორტულია მედიის წარმომადგენლებისთვის, ვინაიდან მასზე ინტენსიურად  გამოქვეყნდება პრესრელიზები და განცხადებები.  
 
შესაბამისად, მედიის წარმომადგენლებს  ფონდში  მიმდინარე  სიახლეების შესახებ ინფორმაცია სწრაფად და მარტივად შეუძლიათ მიიღონ.