კაცხისა და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

16 ნოემბერი 2015

2015 წლის 19 ნოემბერს 11:00 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის შენობაში გაიმართება ქვე-პროექტის „კაცხისა და უბისის მონასტრების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

 

კაცხის საკათედრო ტაძრის კომპლექსის რესტავრაციის სამუშაოები მოიცავს:

 

         -    კაცხის საკათედროს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს, კერძოდ, გვიანდელი გაჯის

                  შელესილობის მოხსნას და ნაპრალებსი ამოვსებას კირხსნარით, ფანჯრებისა და

                  კარების ჩანაცვლებას ახალი ხის ფანჯრებითა და კარებით, ტაძარში ქვის იატაკის

                  ნაწილობრივ გადაწყობას;

 

               -   სამრეკლოსა და გალავნის რესტავრაციას და საკათედრო ტაძრის ტერიტორიის

                  კეთილმოწყობას.

 

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა

ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე (იხ. ბმული ქვემოთ),

ასევე შემდეგ მისამართებზე:

 

       ·    საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი,

           დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე,

           გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48,

           ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge

 

           ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში - ქ. ჭიათურა, ნინოშვილის ქუჩა

           №7, საკონტაქტო პირი: ზურაბ კუპატაძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის

           ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზურაბ კუპატაძე,  

           მობ: 5 95 19 10 12, ელ-ფოსტა: Zurab_kupatadze@mail.ru

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი:  

 

ER_Katskhi church restoration - ge