ვანის არქეოლოგიური ძეგლების დამცავი გადახურვა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის აღდგენა

30 ოქტომბერი 2015

ქვე-პროექტი ითვალისწინებს ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიის ინფრასტრუქტურის აღდგენას. კერძოდ, ქვე-პროექტის ფარგლებში განხორციელდება საკონსერვაციო გადახურვის მოწყობა გათხრების შედეგად აღმოჩენილი ხუთი ძეგლისათვის და ვანის არქეოლოგიური მუზეუმის და არქეოლოგიური უბნის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე აგრეთვე, მოეწყობა საინფორმაციო სტენდები, მოსასვენებელი სკამები და განთავსდება სანაგვე ურნები

ქვე-პროექტი განხორციელდება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.


ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

ER-Vani-Archaeological Site -ge