თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 ნაწილი B განსახლების სამოქმედო გეგმა
საქართველოს მთავრობამ თბილისი–რუსთავის გზის რეკონსტრუქცია პრიორიტეტულ პროექტად გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს არსებული 17,1 კმ. სიგრძის, 2 ზოლიანი თბილისი–რუსთავის გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, „I კატეგორიის“ ჩქაროსნულ 4 ზოლიან ავტომაგისტრალად, 120 კმ/სთ საერთო დაგეგმილი სიჩქარით. თბილისი – რუსთავის ურბანული სატრანსპორტო კვანძი – სექცია 2 ნაწილი B არის PK 5+300 -დან PK 6+800–მდე გზის მონაკვეთი.
LARP–ი მოიცავს: ა) ინფორმაციას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქონების (მიწის ნაკვეთების და შენობების) და ოჯახების რაოდენობაზე და შეფასებაზე; ბ). ინფორმაციას ზემოქმედების ქვეშ მყოფ ბიზნესებზე და შესაბამის კომპენსაციაზე (დროებითი ზემოქმედების გარდა); გ) ინფორმაციას დაუცველ და მძიმე ზემოქმედების ქვეშ მყოფ ოჯახებზე და შესაბამის დახმარებებზე; დ) ჩატარებული საკონსულტაციო სამუშაოების დასკვნებს; ე) . LARP–ის განხორციელების წინასწარ ბიუჯეტს და სავარაუდო გრაფიკს. ვ)ინფორმაციას შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოზე, კომპენსაციის დაანგარიშების პრინციპებზე და ზ) პრეტენზიების დაკმაყოფილების მექანიზმებზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხ. ლიკი: