ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში შიდა გზები კეთდება
7 თებერვალი 2018
სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინასნებით, 4 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტების სოფლებში, როხისა და სალომინაოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.
სამუშაოების მიმდინარეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალურ წარმომადგენლთან სებასტიენ ჰუსონ დე სამპინთან და ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად დაათვალიერა. ზურაბ ალავიძე სოფლების შიდა გზებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. სოფლების როხის და სალომინაოს გზის ორ მონაკვეთი სრულად აღდგება. ამ ეტაპზე იგება ორფენიანი ასფალტის საფარი, მოეწყობა გრუნტის სანიაღვრე არხები და რკინა-ბეტონის მილხიდები.
სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გზებზე კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.