მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - (SUTIP 3), ნახევარწლიანი გარემოსდაცვითი მონიტორინგის ანგარიში

23 ოქტომბერი 2015

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (აგბ)- შორის გაფორმდა მრავალტრანშიანი დაფინანსების საშუალება - მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის  სესხი-SUTIP და სხვადასხვა საპროექტო ხელშეკრულებები.

პროგრამა უზრუნველყოფს ეფექტურ, სანდო და ხელმისაწვდომ ურბანულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მომსახურებას, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალს და ურბანული ტიპის დასახლებების კონკურენტუნარიანობას, გააუმჯობესებს  1.5 მილიონი ადამიანის საარსებო საშუალებებს  (საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 35%). პროექტი აგრეთვე: (I) ამ დასახლებებისათვის გააუმჯობესებს ურბანულ გარემოს და ეკონომიკური შესაძლებლობების და კომუნალური და სოციალური სამსახურების ხელმისაწვდომობას; (II) ხელს შეუწყობს ეფექტურ და მდგრად ურბანულ ტრანსპორტირებას; და (III) შექმნის შემოსავლისა და დასაქმების შესაძლებლობებს.

მე-3 (SUTIP 3) ტრანშის პროექტებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მომზადებული იქნა გარემოსდაცვითი მონიტორინგის ნახევარწლიანი ანგარიში (EMR), რომელიც მოიცავს 2015 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდს. 

 

 SUTIP 3, March-Aigust, 2015