სურამის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია
29 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა სურამის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. მინისტრის მოადგილესთან და მგფ-ის დირექტორთან ერთად, სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.ხაშურის მუნიციპალიტეტში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB-ის) დაფინანსებით დაბა სურამში წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 5,362,918.54 ლარია.
აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის 25 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 ოქტომბრისათვის დასრულდება. პროექტს ე/ს შპს “ინ-სი” და შპს “სერვისი” ახორციელებს. სამუშაოებზე 100 ადამიანია დასაქმებული, აქედან 50% ადგილობრივი მოსახლეობაა.
სამუშაოების ფარგლებში უკვე განხორციელდა დაბა სურამის წყალსადენი სისტემის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. სრულად შიცვალა დაზიანებული მილები, რაც ჯამში 37,0-38,0 კმ შადგენს. მოეწყო ყველა საჭირო კომუნიკაცია, როგორიცაა ჭები, გადამყვანები და ა.შ. დამონტაჟდა 2-ერთეული 1000მ3-ანი რეზერვუარი, საყარაულო და საქლორატორო. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ,,სკადას“ სისტემის სამონტაჟო სამუშაოები, რაც მთელი ქსელის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. ამასთანავე, პროექტის ფარგლებში მოეწყო 650.0 მ. დრენაჟი, რაც ხელს უწყობს წყლის დებეტის ზრდას.
აღნიშნული პროექტი დაბა სურამის წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციას ემსახურება, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ კი, ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს სასმელი წყალი შეფერხების გარეშე მიეწოდება, რაც წლებია სურამის მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა. აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხიც.