წყნეთი-ბეთანიის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
27 დეკემბერი 2017
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაგი ბუაძე გაეცნენ.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.
წყნეთი-ბეთანიის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უპრობლემოდ და კომფორტულად შეძლებს მგზავრობას.
გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მილიონი ლარია და მას ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს. სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.