ლევან შარვაძე

ლევან შარვაძე (31 დეკემბერი, 1976, თბილისი) - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2019 წლის მარტიდან.
 

2000 – 2003 წლებში იყო აუდიტის ასისტენტი თბილისის აუდიტორულ ბიუროში. 2003 – 2008 წლებში იყო შპს „დელოიტი და ტუშ“-ის უფროსი აუდიტორი, 2008-2015 წლებში მუშაობდა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ უფროსი ბანკირის პოზიციაზე, 2016 – 2018 წლებში ეკავა შპს მისო "სმარტ ინვესტი"-ის  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი. 2018-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მართვისა და ინვესტირების სამსახურის უფროსად.

 

განათლება:   

 

1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით;