დაბა სტეფანწმინდაში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და მისი საერთო ღირებულება 1,500 000 ლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში შენდება ახალი შენობა-ნაგებობები. ამ ეტაპზე კეთდება ბეტონის კედლები და მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები. ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით, ალპინიზმის მოყვარულთათვის დაემატა კლდეზე საცოცი კედელი. სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება.
ობიექტზე იმყოფებოდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ზურაბ ალავიძემ ადგილობრივ ხელისფლების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა და დასაქმებულებს გაესაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით ამ ეტაპზე 11 სპორტული კომპლექსის და 35 მინი სტადიონის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, რათა ყველა რეგიონში ხელმისაწვდომი გახდეს სპორტული ინფრასტრუქტურა და დაინერგოს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში.