კონფერენცია წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის თემაზე
13 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, შპს „კავკასუს როუდ პროჯექტთან“ ერთად, კონფერენცია გამართა. კონფერენცია, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციის თემაზე ჩატარდა და თბილისი მარიოტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას გერმანიიდან, თურქეთიდან, ავსტრიიდან და რუსეთიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. როგორც მოგეხსენებათ, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია. უცხოელ ექსპერტებთან ერთად განხილულ იქნა არსებული მდგომარეობა, კვლევის შედეგები და გზის აღდგენის კონსტრუქციული გადაწყვეტილებები.
შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. ამ გზის რეაბილიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. გზის პროექტირება-რეაბილიტაციას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და ღირებულება 25 მლნ. ლარზე მეტია. გზის სიგრძე - დაახლოებით 1 კმ. შეადგენს. პროექტის დასრულება 2018 წელს იგეგმება.