ქალაქ მარტვილში თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ქვე-პროექტის გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა

21 ივლისი 2015

2015 წლის 28 ივლისს 14:00 საათზე, ქ. მარტვილში, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართება პროექტის „თამარ მეფის ქუჩისა და ქვაითის უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის“ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.

მისამართი: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის დარბაზი, თავისუფლების ქ. N 10.

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

საზოგადოების წარმომადგენლებს  გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:

 

· საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206. საკონტაქტო პირი - ანა რუხაძე, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 48, ელ-ფოსტა arukhadze@mdf.org.ge 

· მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, მარტვილი, თავისუფლების ქ. 10, საკონტაქტო პირი - გიორგი გოროზია, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე,  მობ.: 5 77 95 48 14, ელ-ფოსტა: giagorozia@mail.ru     

 

გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის ელექტრონული ვერსია განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

 

           მარტვილი-თამარ მეფე - ქვაითის უბანი გზის რეაბილიტაცია

 

           EMP-Martvili-Tamar mepe-Kvaiti road rehabilitation