განცხადება ღია კარის დღესთან დაკავშირებით

23 ივნისი 2015

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში სკოლა-სახელოსნოსთვის „ქვევრის სახლი“ სამშენებლო სამუშაოებს. პროექტი არის ექსპერიმენტული ხასიათის და მიზნად  ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული მეთოდების აღდგენას და სოფ. იყალთოს ისტორიულ-კულტურული, ტურისტულ-რეკრეაციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარებას. პროექტის სრულყოფის მიზნით აუცილებელია ქვევრის დასამზადებელი ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების მიწოდება და მონტაჟი.

ქვევრის დასამზადებელი ტექნოლოგიური დანადგარებისა და მოწყობილობების მიწოდებისა და მონტაჟის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდება ელექტრონული ტენდერის საშუალებით.

 

წინამოსამზადებელი სამუშაოების სრულყოფის მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს დაინტერესებულ კომპანიებს ღია კარის დღეზე, რომელიც ჩატარდება 2015  წლის 26 ივნისს 16:00 საათზე, შემდეგ მისამართზე:, . თბილისი, . აღმაშენებლის გამზ.N150, მე-3 სართული, ოთახი N316.

 

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მგფ- შესყიდვების განყოფილებაში, 10:00-დან 18:00 საათამდე; ტელ: + 99532 2437001 ან 02/03/04, შიდა ნომერი: 414, გიორგი ბულეიშვილი, შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი. ელ. ფოსტა: procurement@mdf.org.ge