მუნიციპალური განვითარების ფონდს EIB-ის მისია ესტუმრა
20 თებერვალი 2017
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მისია ეწვია. მისიის წარმომადგენლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
ფონდის და ბანკის წარმომადგენლები ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებულ მიმდინარე პროექტებს დაათვალიერებენ.