რეგიონული განვითარების პროექტი (RDP) თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ქვეპროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა
5 ივნისი 2015
2015 წლის 12 ივნისს 13:00 საათზე, სოფელ შალაურში თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება „თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. შალაურში, ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის“ ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის და გარემოს დაცვის მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
საზოგადოების წარმომადგენლებს შესაბამისი დოკუმენტაციის გაცნობა შეუძლიათ
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 (202). საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge ;
- თელავის მუნიციპალიტეტში - თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სოფელ შალაურში ალექსი ძამუკაშვილი ტელ: 599989082, ელ-ფოსტა dzamukashvili@list.ru
დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მითითებულ ლინკზე:
გმგ - სოფ.შალაურში ღვინის მარანთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია