ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობა კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/20-2016

გამოქვეყნებულია: 15 დეკემბერი 2016    /    ძალაშია: 16 იანვარი 2017

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ბაკურიანის ცენტრალური ბილიკის მოწყობა.

 

სამშენებლო მოედანი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, თბილისიდან 180 კმ-ში. ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელია თბილისი-სენაკი-ლესელიძე საავტომობილო გზით. დაბა ბაკურიანი მდებარეობს ზღვის დონიდან 1700 მ-ს სიმაღლეზე. საპროექტო ობიექტი განთავსებულია დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ნაწილში, წრიული სამანქანო გზის მიმდებარედ (შიდა პერიმეტრზე) და სიგრძეში 2721 მეტრს შეადგენს.

 

წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს 2,5 მეტრის სიგანის საფეხმავლო გზის მოწყობას ასფალტის საფარით და ბორდიურით, რომელიც ასევე ველოსიპედისტებსაც მოემსახურება. ველო-ბილიკი იქნება 1,2 მეტრი სიგანის და გამოყოფილი იქნება ფერით. მოეწყობა საგზაო ნიშნები და მაჩვენებლები. მოეწყობა არსებული გზის საფარის ქვეშ განთავსებული სანიაღვრე კოლექტორების დაგრძელება, მილ ხიდის მოწყობა,  ბილიკის გასწვრივ, რელიეფიდან გამომდინარე, ნიადაგის შემაკავებელი რკინა-ბეტონის კედლის მოწყობა, 8 ადგილას მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები, კერძოდ: სკამები, ურნები, განათება, საჩრდილობლები, მოხდება 27 ელექტრო-ბოძის გადატანა, სანათების გამოცვლა და 11 ახალი ბოძის მონტაჟი.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის
შემდეგ ბმულზე:

 

   
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=213516&lang=ge