გალაქტიონ ბუაძე „COBRA ASSIGNIA“ -ს წარმომადგენლებს შეხვდა

6 დეკემბერი 2016

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გალაქტიონ ბუაძე, მისი მოადგილე დავით ტაბიძე და მრჩეველი  პროექტების მართვისა და ეკონომიკურ საკითხებში ბექა თორია  ესპანურ კომპანია „COBRA ASSIGNIA“-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.  მხარეებმა მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის“ პროექტზე ისაუბრეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია. 

 

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს დედაქალაქის სატრანსპორტო განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება თბილისელებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

 

სამუშაოები 2015 წლის მაისში დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.