ახალი საბაგირო გზა, უამინდობისას, გადაადგილების პრობლემასაც მოაგვარებს
5 ნოემბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია და ის 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
საბაგირო გზის მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ადგილზე გაეცნენ.