დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

12 მარტი 2015

 

რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი  (RMIDP II)

 

ქვეპროექტების გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა

 

2015 წლის 17 მარტს 14:00 საათზე, დაბა ასპინძაში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლის შენობაში, გაიმართება დაბა ასპინძის N1 და N2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის ქვე-პროექტების გარემოს დაცვის მართვის გეგმების საჯარო განხილვა.

 

ქვე-პროექტი ხორციელდება რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

საზოგადოების წარმომადგენლებს  გარემოს დაცვის მართვის გეგმის გაცნობა შეუძლიათ:

 

  • აქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 202. საკონტაქტო პირი - ნინო პატარაშვილი, გარემოსდაცვითი უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 77 38 22 92, ელ-ფოსტა npatarashvili@mdf.org.ge  
  • ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობა,  საკონტაქტო პირი - ასპინძის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი - ანა ტივაძე, მობ: 595091222.

 


დაბა ასპინძის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცის პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა

 

დაბა ასპინძის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცის პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა

 

 

 

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ადმინისტრაცია