მუნიციპალური განვითარების ფონდს კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ეწვია
5 თებერვალი 2014
დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და მისმა მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ტასოს მიცოპულოსისთან გამართეს შეხვედა. შეხვედრაზე საუბარი 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეეხო. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა ფონდის ხელმძღვანელობას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა, ასევე, სამომავლო თანამშრომლობის შესახებ გამოხატეს სურვილი და თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის კუთხით კვიპროსის გამოცდილება გაიზიაროს, რომელიც ამ სფეროში ძალიან გამოცდილია. თავის მხრივ კვიპროსის მინისტრი დაინტერესდა მგფ-ის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გამოცდილებით.
კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 3 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში კვიპროსის მინისტრმა შეხვედრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართა. საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშოები დაათვალიერეს. კვიპროსის მინისტრის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, დღესვე შეხვედრა დაგეგმილია საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებში. კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 6 თებერვალს დასრულდება.