შეხვედრა კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან
3 თებერვალი 2014
დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრმა, დავით ნარმანიამ კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, ტასოს მიცოპულოსისთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ელგუჯა ხოკრიშვილი და მისი მოადგილე თეიმურაზ მურღულია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი 2014 წელს საქართველოში დაგეგმილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეეხო. თავის მხრივ კი, კვიპროსელმა სტუმრებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მინისტრები, ასევე, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის დეტალებსა და ფორმებზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და კვიპროსის ინფრასტრუქტურის მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
დღესვე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა კვიპროსის დელეგაციამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად, ავტომაგისტრალის რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 3 თებერვალს დაიწყო და სამ დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდშიც გამართავს შეხვედრებს. ასევე შეხვედრები გაიმართება კულტურისა და ძეგლთა დაცვის, საგარეო და ეკონომიკის სამინისტროებში. კვიპროსის კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი საქართველოში 6 თებერვალს დასრულდება.