დაბა ჩაქვში გზისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
24 ოქტომბერი 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განივთარების ფონდი, დაბა ჩაქვში, ცენტრიდან სასტუმრო ოაზისამდე გზის რეაბლიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარი სრულიად დაზიანებულია და ზოგან საერთოდ არ არსებობს.
პროექტი ითვალისწინებს სასტუმრო ოაზისის ტერიტორიის ირგვლივ, საავტომობილო გზაზე, ბეტონის ფილების დაგებას. მოპირკეთდება აგრეთვე ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და სამხედრო ნაწილის წინა ტერიტორია. მოეწყობა სანიაღვრე არხები და კანალიზაცია. მთლიანად გათვალისწინებულია 6მ სიგანის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ბორდიურები და ავტოსადგომები.
სამუშაოების დასრულების შედეგად საკურორტო ზონაში გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 870 298 ლარია. მუნიციპალური განივთარების ფონდი სამუშაოების დასრულებას 2017 წლის იანვარში გეგმავს.