დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია კონტრაქტის/ტენდერის # IBRD/RDPIII/CW/NCB/02-2016
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსის რეაბილიტაცია.
ობიექტი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დაბა სტეფანწმნინდაში. პროექტით განსაზღვრულია დაბა სტეფანწმინდაში არსებული ალ. ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. კერძოდ, მუზეუმის ძირითადი ისტორიული შენობებისა და გალავნის გამაგრებასა და რესტავრაციას - სახურავის ფენილის, ხის იატაკებისა და კარ-ფანჯრების შეცვლას, ინტერიერის კედლების შელესვა-შეღებვას, ფასადების ქვით მოპირკეთების და გალავნის კედლების გამაგრებასა და აღდგენას. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია გასული საუკუნის ბოლოს აშენებული ახალი კორპუსის სრულ რეაბილიტაციას - სახურავის შეცვლას, გარე ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოებს, ინტერიერისა და ფასადების მოპირკეთებას.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=207116&lang=ge