ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის დამაკავშირებელი 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლების ცოდნისკარი - თელა - პატარაგორი - კაბალის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 6 კმ-ია და მისი ღირებულება 2, 300, 000 ლარია. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.
გზას, რომელიც 4 სოფელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან აკავშირებს, რეაბილიტაცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებია. შესაბამისად, ის მწყობრიდან იყო გამოსული და მასზე გადაადგილება მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მასზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 6,1 კმ-ია. გზის საფარის სიგანე 6 მ. პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ასფალტო- ბეტონის საფარის მოწყობა.პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი: წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები, გრუნტის პროფილირებული არხები და სხვა. განხორციელდება გზის მონიშვნის და უსაფრთხოების სამუშაოები. სამშენებლო სამუშაოებზე 60 ადამიანია დასაქმებული და მათი ძირითადი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეა. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის დეკემბერში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.