მგფ-მა დევნილთა დასახლებებში 13 სპორტული მოედანი გააკეთა და 185 ოჯახს გამათბობელი დაუმონტაჟა
4 მაისი 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 3 სპორტული მოედანი და 10 საბავშვო მოედანი გააკეთა. ამას გარდა, 185 დევნილ ოჯახს დაუმონტაჟდა გათბობის სისტემა. პროექტის საერთო ღირებულება 1 356, 267, 24 ლარია. ხონის დევნილთა დასახლებაში სათამაშო და სპორტული მოედნები, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა „USAID”-ის მისიის წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს.