წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გამყოფი ხაზის სოფლებში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სამი სოფლის- ზემო და ქვემო ნიქოზის, ასევე, ზემო ხვითის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტის ღირებულება 3 მილიონ 400 ათასი ლარია და ის მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ შესრულებული სამუშაო შეამოწმა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
პროექტის დასრულების შედეგად 3000-ზე მეტი მოსახლე 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სოფლები, ზემო და ქვემო ნიქოზი, ასევე, ზემო ხვითი ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებია.
პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდა 5 ჭაბურღილი, ერთი რეზერვუარი, საქლორატორო და სატუმბი სადგური. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 39 კმ წყალმომარაგების ქსელს. მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მიზნით, დამონტაჟდა 880 ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი.