ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 4 სოფლის დამაკავშირებელი 6 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
4 აპრილი 2016
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სოფლების ცოდნისკარი - თელა - პატარაგორი - კაბალის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 6 კმ-ია და მისი ღირებულება 2, 300, 000 ლარია. პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მოინახულეს.