თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

21 ნოემბერი 2015

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია, პირველ და მესამე სექციაზე ავტომაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს,  ხოლო  2016 წლის გაზაფხულისთვის კი გარე განათების მონტაჟი  და მეორადი გზების დაგება დასრულდება.  17, 4 კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 96 685 218.40 ლარია. პროექტის დასრულების  შემდეგ თბილისიდან რუსთავამდე გზა 15 წუთში დაიფარება და გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო და კომფორტული გახდებასამშენებლო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ აზიის განვითარების ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.  

 

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პირველი და მესამე მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლის 22 აპრილს დაიწყო. სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობა.

 

პირველ მონაკვეთზე უკვე დასრულდა მიწის სამუშაოები როგორც მარჯვენაასევე მარცხენა მიმართულებაზე, ასევე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობაკერძოდ,  წყალგამტარი მილების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მიმართულებაზე. მარცხენა მიმართულებით უკვე  დაიგო 3,5 კმ ასფალტო-ბეტონის საფარი, მარჯვენა მიმართულებით კი 3 კილომეტრზე მეტი, ჯამში ორივე მიმართულებაზე-კმ  ასფალტო-ბეტონის საფარი უკვე მოეწყო. დასრულდა ხუთი საავტომობილო ხიდის  და ერთი სატრანსპორტო კვანძის მოწყობაპროექტის მესამე მონაკვეთზე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.  გზის ორივე მიმართულებით დაიგო ბეტონის საფარი, ჯამში 12 კილომეტრი. ასევე, დასრულებულია ხუთი ხიდის მშენებლობა. გაკეთდა  3 სატრანსპორტო კვანძი და 3 საფეხმავლო ხიდი. ამასთან, მიმდინარეობს გზის შემოფარგვლისა და  ფეხით მოსიარულეთათვის  ბილიკების (ტროტუარებისმოწყობა,  გარე განათების ქსელისა და გზის გამწვანების სამუშაოები.

 

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შედგენილი პროექტი (2011-2012 წელს შემუშავდა პროექტიარ ითვალისწინებდა გზის გარე განათების ქსელისა და ადგილობრივი  მნიშვნელობის გზების მოწყობას, რაც პროექტის სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენა. ავტომაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ მოსახლეობას შიდა გზების არარსებობა სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, აზიის განვითარების ბანკთან შეთანხებით, მიიღო გადაწყვეტილება და პროექტში შეიტანა შესაბამისი ცვლილება.  ცვლილებების შეტანამ  გაზარდა საკონტრაქტო ღირებულება  და ჯამში ნაცვლად 88 761 128,95   ლარისა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის ღირებულებამ  96 685 218.40 ლარი შეადგინა.  პროექტის ძირითადი ნაწილის დასრულება  მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.

 

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის  მიერ ფინანსდება და საერთაშორისო მნიშვნელობისთბილისი-წითელი ხიდი“ (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას  ითვალისწინებს.

ავტომაგისტრალის სიგრძე  17,4 კილომეტრია.  ტრასის სირთულის გათვალისწინებით, საპროექტო ტრასა დაშესაბამისად, საპროექტო ღონისძიებები სამ განსხვავებულ მონაკვეთად არის დაყოფილი: პირველი მონაკვეთი - საქალაქთაშორისო ავტოსადგურიდან  რესტორანმარაბდამდე“ - სიგრძით 4 კილომეტრია.  გზის განივი კვეთი 6-ზოლიანია, თითოეულის სიგანე - 3,5 მეტრი, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი.  გზის ორივე მხარეს ეწყობა ტროტუარები, სიგანით 2,5-3,0 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.

მეორე მონაკვეთი - ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრი. ამ მონაკვეთზე იგეგმება  მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3 ,75 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.

მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასავლელთან მდებარესოკარისავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.