თეთრიწყაროში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18 ნოემბერი 2015
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 2 379 976,49 ლარია . ამჟამად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას წყალი 4-5-საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ კი, თეთრიწყაროს მოსახლეობა 24-საათიან წყალმომარაგებას მიიღებს. წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრა.