ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
29 მარტი 2015
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბოლნისის მოსახლეობა, კერძოდ 10 ათასამდე ადამიანი ნაცვლად არსებული 10 საათიანი გრაფიკისა, წყალს 18-დან 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. ამასთანავე გაუმჯობესდება წყლის ხარისხი.