შიდა ქართლის 9 სოფლის 1120 ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება

20 აპრილი 2015

შიდა ქართლში გამყოფი ხაზის 9 სოფელში  წყალმომარაგების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის განხორციელების შედეგად – დიდი ხურვალეთის, გუგუთიანთკარის, კოშკას, ზარდიანთკარის, დიცის, მერეთის, წაღვლის, ატოცისა და კნოლევის  1120 ოჯახი  სასმელ წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებს. მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით ონიაშვილთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ  მოსახლეობას გაესაუბრა.

აღნიშნული სოფლებისთვის წყალმომარაგება ამ დრომდე ერთ -ერთი პრობლემური საკითხი იყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ცხრავე სოფელს პრობლემა სრულად მოუგვარდება. პროექტის ღირებულება 2,444,571.98 ლარია. პროექტზე 50 ადამიანზე მეტია დასაქმებული სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და გამყოფი ხაზის ცხრა სოფლის მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაცია-მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - დიდ ხურვალეთში, გუგუთიანთკარში, კოშკაში, დიცში, ქვეშში და ზარდიაანთკარში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ  წაღვლში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში ატოცსა და კნოლევში მიმდინარეობს. დღეის მდგომარეობით წყალსადენი ქსელის მოწყობა დასრულებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დიცი, კოშკა, ზარდიაანთკარი და გუგუთიანთკარი. დანარჩენ სოფლებში სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

აღსანიშნავია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცსა და კნოლევში, ასევე სოფელ წაღლში  წყალსადენი ქსელი საერთოდ  არ არსებობდა და მოსახლეობა წყალს  წყაროებიდან იღებდა.  პროექტის დასრულების შედეგად  ცხრა სოფლის მოსახლეობას წლების მანძლზე არსებული პრობლემა მოუგვარდება.  

 

მუნიციპალური განვითარების ფონდმა გასულ წელს აღნიშნულ სოფლებში დაასრულა რეზერვუარების მშენებლობა,  ასევე ცხრავე სოფელში გაკეთდა წყლის ჭაბურღილები და წელს კი აღნიშნულ სოფლებში მიმდინარეობს დაქსელვის სამუშაოები.