ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი
2017 წლის 3 თებერვალს 14:00 საათზე, სოფელ ხერთვისში რიტუალების დარბაზში გაიმართება ქვე-პროექტის „ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი“ გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი „ხერთვისის ციხესთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ასპინძის მუნიციპალიტეტი“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ძველი კარიბჭის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, ადმინისტრაციის ოფისის, კაფისა და ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის მშენებლობას, წყალმომარაგების, ელ მომარაგებისა და საკანლიზაციო სისტემების მოწყობას, ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟებას, საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობასა და ავტო-პარკინგის მოწყობას, ხერთვისი ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკის რეაბილიტაციასა და ხერთვისი ციხესთან მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი#150, ტელ: 2 43 70 01 / 202. |
|
საკონტაქტო პირები |
ნინიკო ისაკაძე, გარემოს დაცვის უსაფრთხოების სპეციალისტი, მობ.: 5 93 62 45 67, ელ-ფოსტა: nisakadze@mdf.org.ge |
|
|
ასპინძის მუნიციპალიტეტი გამგეობის შენობაში (მისამართი: ასპინძა, თამარის ქუჩა #3 ) |
|
საკონტაქტო პირი |
ანზორ ალელიშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ელ-ფოსტა: anzor.alelishvili@gmail.com, ტელ : 551 744 004 |
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე: