12 ნოემბერი 2025
წნორში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წნორში, 200 მაყურებელზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი კომპლექსის პროექტირებისთვის კონკურსი გამოაცხადა.
29 ოქტომბერი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების პროექტებს განათლების სამინისტროს პრიორიტეტების და რეკომენდაციების შესაბამისად ახორციელებს
„საქართველოში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება სახელმწიფოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია". -ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
20 ოქტომბერი 2025
ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 სკოლა მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე შენობით ჩანაცვლდება
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, თბილისის N89 საჯარო სკოლის შენობას სრული დემონტაჟი ჩაუტარდება და მის ადგილას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა აშენდება.
20 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისში ახალ პროექტებს იწყებს
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად ქუთაისის ისტორიული ნაწილის რამდენიმე ქუჩა, ბიბლიოთეკის ისტორიული შენობა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკი დაათვალიერა.
17 ოქტომბერი 2025
თბილისი–რუსთავის საავტომობი გზის მე-2 მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისი–წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი–რუსთავის მე-2 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.







