ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 26 იანვარი, 2026

ვადა: 2 თებერვალი, 2026

ბაზრის კვლევა - ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის, ზვიად გამსახურდიას და გიორგი მებონიას ქუჩების გადაკვეთასთან) სკვერის მოწყობის/რეაბილიტაციის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის, ზვიად გამსახურდიას და გიორგი მებონიას ქუჩების გადაკვეთასთან) სკვერის მოწყობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების  მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას. შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. წალენჯიხაში (თამარ მეფის ქუჩის, ზვიად გამსახურდიას და გიორგი მებონიას ქუჩების გადაკვეთასთან) სკვერის მოწყობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 2 თებერვლის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577 447377.

 

დანართები: 

 

1. ტექნიკური დავალება

2. ბაზრის კვლევის ცხრილი  

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=20937&lang=ge

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) იმერეთის რეგიონში, ქალაქ ტყიბულის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტების მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV45400000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

15 ივნისი, 2026

ძალაშია

22 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სოფელ ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთიხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევსურთსოფლის (ს/კ73.09.25.355) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტების მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV 45400000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

15 ივნისი, 2026

ძალაშია

22 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშის, ლატალის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირებისა და მშენებლობის სახემწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) სამეგრელო, ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იენაშის, ლატალის (ს/კ42.08.44.006) საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტების მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV 45400000 ) სახელმწიფო შესყიდვა.

გამოქვეყნებულია

15 ივნისი, 2026

ძალაშია

22 ივნისი, 2026

იხილე სრულად