ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 20 იანვარი, 2026

ვადა: 3 თებერვალი, 2026

ბაზრის კვლევა - ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის შენობის რეკონსტრუქციის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის შენობის  რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას. 

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის შენობის  რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.  ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: mdf@procurement.gov.ge.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577 102 126.

 

დანართები:

1. ბაზრის კვლევის ცხრილი; 

2. ტექნიკური დავალება;

3. დანართი N1 - სკოლის სტანდარტი;

4. დანართი N2 - მასალათა სპეციფიკაციები. 

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=19184&lang=ge

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. ონისმხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და დეფექტური აქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV-45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

13 ივლისი, 2026

ძალაშია

20 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000059 კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის)შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად