ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 17 დეკემბერი, 2025

ვადა: 26 თებერვალი, 2026

ბაზრის კვლევა - გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ს.კ. N66.58.07.338 არანაკლებ 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ს.კ. N66.58.07.338 არანაკლებ 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.   

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ს.კ. N66.58.07.338 არანაკლებ 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.  ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

 

დანართები:

1. ბაზრის კვლევის ცხრილი;

2. ტექნიკური დავალება;

3. დანართი N2 - მასალათა სპეციფიკაციები; 

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=14426&lang=ge

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქ. ონისმხარეთმცოდნეობის მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტისა და დეფექტური აქტით განსაზღვრული სარეაბილიტაციო სამუშაოების (CPV-45400000) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

13 ივლისი, 2026

ძალაშია

20 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000059 კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის)შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად