ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 10 ოქტომბერი, 2025

ვადა: 10 ოქტომბერი, 2025

ბაზრის კვლევა - საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების (CPV- 71520000) შესყიდვა

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ: 206074193) გეგმავს, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების (CPV- 71520000) შესყიდვას. კერძოდ:

-         აჭარისა და გურიის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

-         თბილისის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

-         იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

-         მცხეთა-მთიანეთისა, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

-         სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

 

საზედამხედველო მომსახურება გაწეული უნდა იყოს 2025-2028 წლების განმავლობაში განსახორციელებელი მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე. საერთო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს შემდეგს:

დასახელება

შესასყიდი სამუშაოების საორიენტაციო ჯამური ღირებულება

( ლარი დღგ-ს ჩათვლით)

აჭარისა და გურიის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

106,000,000.00

თბილისის, კახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

346,000,000.00

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

459,000,000.00

 

მცხეთა-მთიანეთისა, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

313,000,000.00

 

სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება

289,000,000.00

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად, საჭიროა განისაზღვროს შესყიდვის ობიექტის (სამშენებლო-სარეაბილიტაციო ზე საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურება) სავარაუდო ღირებულება. ბაზრის კვლევაში მონაწილე კომპანია უფლებამოსილია წარმოადგინოს ზემოხსენებული მომსახურების განფასება ყველა ან რამდენიმე რეგიონზე. ამასთანავე, გთხოვთ, ღირებულების შემოთავაზებისას მიუთითოთ ინფორმაცია, მოიცავს თუ არა შემოთავაზებული ღირებულება ...- (დამატებული ღირებულების გადასახადს).

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალებებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 31 ოქტომბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ორგანიზაციის ოფიციალური წერილით ბლანკზე (ბლანკის არსებობის შემთხვევაში), ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) განფასებული ცხრილის PDF ფაილის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე: gogprocurement@mdf.org.ge.

დანართები:

·         ხუთი ტექნიკური დავალება

·         განსაფასებელი ცხრილი

 

 

 https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=3793&lang=ge

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკამათემატიკის №199 საჯარო სკოლის ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ 01.14.03.006.008) სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკამათემატიკის №199 საჯარო სკოლის პანსიონისა და სასადილოს ახალი კომპლექსის მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

10 ივნისი, 2026

ძალაშია

17 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქ. თბილისში დ. აბაშიძის ქ. N4-ში მდებარე N37-ე საჯარო სკოლის ახალი მშენებლობისთვის, საინჟინრო-საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

10 ივნისი, 2026

ძალაშია

17 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის პროექტირების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, 300 მაყურებელზე გათვლილი ტიპიური საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად