ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 10 ოქტომბერი, 2025

ვადა: 10 ოქტომბერი, 2025

ბაზრის კვლევა - 300 ბავშვზე გათვლილი საბავშო ბაღ(ებ)ის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს 300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (300 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 13 ოქტომბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5387

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

კონკურსი - კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT260000059 კოტე მარჯანიშვილის სახელობის ყვარელის სახალხო თეატრის (კულტურის სახლის)შენობის რეკონსტრუქცია (რეაბილიტაციის) დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

10 აგვისტო, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) ზემო სვანეთში, დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და საჭიროების შემთხვევაში, გამაგრებითი სამუშაოების პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების (CPV 45400000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

8 ივლისი, 2026

ძალაშია

15 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულების მიწოდებისა და თანმდევი მონტაჟის (CPV44613000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

7 ივლისი, 2026

ძალაშია

15 ივლისი, 2026

იხილე სრულად