ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 9 სექტემბერი, 2025

ვადა: 10 ოქტომბერი, 2025

ბაზრის კვლევა - 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირებაზე

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .
დანართები:
1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი. 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, (Design-Build მეთოდით) დასავლეთ საქართველოს (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი) ტურისტულად მიმზიდველ ქალაქებსა და რეგიონებში მდებარე ღირშესანიშნაობებთან, ახალი სანიტარული კვანძების მოწყობის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო (CPV-45215500) შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

9 ივნისი, 2026

ძალაშია

16 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ტენდერი - მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერში, სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ელექტრონულ ტენდერი - NAT260011832, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერში, სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობის (აღდგენა-გამაგრებითი და სხვა დასასრულებელი სამუშაოების განხორციელება) სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე.

გამოქვეყნებულია

5 ივნისი, 2026

ძალაშია

26 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე საინჟინრო გეოლოგიური მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

5 ივნისი, 2026

ძალაშია

12 ივნისი, 2026

იხილე სრულად