ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აგვისტო, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - ქ. ქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების მომსახურება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. ქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV 71200000)  შესყიდვას.  


შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქ. ქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით), მიწოდების საერთო ვადა (გარდა საზედამხედველო მომსახურების ვადისა) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 27 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები: 

ტექნიკური დავალება;
ბაზრის კვლევის ცხრილი.
 

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე საინჟინრო გეოლოგიური მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

5 ივნისი, 2026

ძალაშია

12 ივნისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - დასავლეთ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე საინჟინრო გეოლოგიური მომსახურების შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში განსახორციელებელ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტებისათვის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების მომსახურების (CPV71351910) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

5 ივნისი, 2026

ძალაშია

12 ივნისი, 2026

იხილე სრულად