ვებ გვერდი სატესტო რეჟიმშია
დასრულებული

გამოქვეყნებულია 8 აგვისტო, 2025

ვადა: 8 აგვისტო, 2025

ბაზრის კვლევა - 1600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს 1600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.  

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (1600 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 25 აგვისტოსიწარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .   

დანართები: 

  1. ტექნიკური დავალება;
  2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5003

სხვა ტენდერები

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების განხორციელების პროექტირების სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული მაგისტრალის შუა გამყოფი ზოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოების განხორციელების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. (CPV-71421000 - მომსახურებები გამწვანების სფეროში).

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

27 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის შენობის რაებილიტაცია/რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახ. დრამატული თეატრის შენობის რაებილიტაცია/რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

31 ივლისი, 2026

იხილე სრულად

აქტიური

ბაზრის კვლევა - თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირება-მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვა

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (ს/კ 206074193) გეგმავს ქალაქ თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავებისა და სამშენებლო სამუშაოების (CPV45200000 ) სახელმწიფო შესყიდვას.

გამოქვეყნებულია

17 ივლისი, 2026

ძალაშია

31 ივლისი, 2026

იხილე სრულად